ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ქართული ოცნება",  ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან. ივანიშვილი ცდილობს, ქვეყანაში "რუსკი მირი" დაამყაროს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის მარიონეტების წარმოდგენა.

"ყოველთვის, როცა ვფიქრობ, რომ ფსკერზე დავიდა "ქართული ოცნება" , ისინი მაკვირვებენ, იმიტომ, რომ კიდევ უფრო ქვემოთ ჩადიან. ეს არ არის დემოკრატია, ეს არის მარიონეტების წარმოდგენა და მარიონეტების პატრონი, რომელიც ამ თოჯინებს ათამაშებს არის ოლიგარქი, რომელიც ცდილობს, რომ დააბრუნოს საქართველო რუსულ ჭაობში. ეს არის ასე ვთქვათ "რუსკი მირი" რომელსაც ივანიშვილი ცდილობს, რომ დაამყაროს საქართველოში. მაგრამ საქართველოს ხალხი არ დარჩება ასე და აუცილებლად გაუწევს ამას წინააღმდეგობას, იმიტომ, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მამაც მოსახლეობას და ამით მათ ბრძოლას თავისი ევროპული მომავლისთვის", - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.