მე მაქვს კითხვა - კალაძეს როდის დააკავებენ, რატომ არ იჭერენ?!, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, სამართალი ყველასთან უნდა იყოს თანაბარი და სწორი.

"ყველასთვის უნდა იყოს ობიექტური მართლმსაჯულება იმ სტანდარტით, რითაც უნდა მიუდგეს სასამართლო, როგორც მოქალაქეს, ისე მაღალჩინოსანს, მაგრამ ირაკლი ღარიბაშვილი არის ადამიანი, რომელმაც პასუხი უნდა აგოს ასევე 5 ივლისის მოვლენებზე. ეს არის ადამიანი, რომელმაც წაახალისა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფები. ეს არის ადამიანი, რომელსაც სისხლში აქვს გასვრილი ხელები, ლექსო ლაშქარავას მკვლელობა არის ამ ადამიანის კისერზე და ამიტომ, მე ვიმედოვნებ, რომ ამ ძალადობრივ დანაშაულზეც აგებს ეს ადამიანი პასუხს. მე მაქვს კითხვა - კალაძეს როდის დააკავებენ, რატომ არ იჭერენ?!", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.