თითოეული ფაქტი ჯერადობის თვალსაზრისითაც ვერ იქნება პარტიის გაუქმების საფუძველი კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საფუძვლად, ამიტომ, ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი ყოფილიყო, არის ჩვენი პოლიტიკური პრობლემა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემებს პასუხისმგებლობით უდგება პარტია, რომ მომავალში გამოირიცხოს მსგავსი ფაქტები.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები ცალკეული ადამიანების უფლებების დარღვევის მასობრიობასთან დაკავშირებით არის მანიპულაციური, გამომდინარეობს პოლიტიკური შეფასებებიდან და პოლიტიკური ანგაჟირებიდან, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ხორციელდებოდა კამპანიის სახით და მიზნად ისახავდა საზოგადოების აზრის დაზომბირება ხდებოდა. თითოეული ფაქტი ჯერადობის თვალსაზრისითაც ვერ იქნება პარტიის გაუქმების საფუძველი კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საფუძვლად, ამიტომ, ჩვენი დღევანდელი გადმოსახედიდან, ნებისმიერი ადამიანის უფლების დარღვევა, რაც არ უნდა მრავალრიცხოვანი ყოფილიყო, არის ჩვენი პოლიტიკური პრობლემა, პასუხისმგებლობა და ტვირთი. ამ თემებს ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობით ვუდგებით, თითოეულ ანგარიშს ვუდგებით ყურადღებით. ეს დოკუმენტები ჩვენთვის სახელმძღვანელოა ჩვენი მომავალი პოლიტიკური საქმიანობისა და აქტივობების დასადგენად, იმისათვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობდა ადრე ჩვენი მმართველობის პირობებში მოქმედი სახელმწიფო ორგანოების მიმართ, შემდგომში გამოირიცხოს და თავიდან ავირიდოთ", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.