"ქართული ოცნება" უნდა ვამხილოთ ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებში, "ქართული ოცნება" უნდა ვამხილოთ კონსტიტუციისა და კონსტიტუციური წყობილების დარღვევაში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სარჩელი ანტიკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება სტრასბურგის საერთაშორისო სამართლის პრაქტიკას.

"ორი დღე ვუმტკიცებდით სასამართლოს, რომ მათი სარჩელი დაუსაბუთებელია. ეს სარჩელი ანტიკონსტიტუციურია და ეწინააღმდეგება სტრასბურგის საერთაშორისო სამართლის პრაქტიკას, ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ ველით, რომ "ქართული ოცნება", სავარაუდოდ, შეცვლის იმ წარმომადგენლობას, რომელიც აქვთ იმიტომ, რომ მართლაც აბსურდული ბრალდებები წარადგინეს, აბსურდული სარჩელები წარადგინეს და ვერც დაიცვეს თავიანთი სარჩელიც კი.

"ქართული ოცნება" უნდა ვამხილოთ ანტიკონსტიტუციურ მოქმედებებში, "ქართული ოცნება" უნდა ვამხილოთ კონსტიტუციისა და კონსტიტუციური წყობილების დარღვევაში", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.