“ლევან გოგიჩაიშვილისგან მორალის კითხვას ვერ ავიტანთ, სანამ “ნაციონალური მოძრაობაზე” რამეს იტყვის, პირი კარგად გამოირეცხოს. არანაირი პოლიტპატიმარი ის არ ყოფილა, ადამიანის დაჭრის და მკვლელობის მცდელობის გამო იჯდა ციხეში და როგორ მოიპოვა “ოცნების” პირობებში ეგ სტატუსი ქრთამის სანაცვლოდ, მაგის მოყოლაც შეგვიძლია”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

“ვუსმენდი გახარიას წარმომადგენელს გოგიჩაიშვილს და ძალიან ბევრს საუბრობს ეს ადამიანი “ნაციონალურ მოძრაობაზე” და მინდა ამ ადამიანს ასეთი რამე ვუთხრა, რომ სანამ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ისაუბრებს პირი კარგად გამოირეცხოს. ჩვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში პირად ურთიერთობებს ვითვალისწინებდით, მაგრამ არანაირი პოლიტიკური პატიმარი თავის დროზე ლევან გოგიჩაიშვილი არ ყოფილა. ადამიანის დაჭრის გამო იყო დაკავებული “ნაციონალური მოძრაობის” დროს და ადამიანის მკვლელობის მცდელობის და დაჭრის გამო ჩასვეს ის ციხეში, ამიტომ ლევან გოგიჩაიშვილი აქ რომ იჯდა და იფურთხებოდა, მისგან მორალის წაკითხვას ვერ ავიტანთ და დაიმახსოვროს, რომ სანამ “ნაციონალურ მოძრაობაზე” რამეს იტყვის პირი გამოირეცხოს, თორემ ქრთამის სანაცვლოდ პოლიტიკური პატიმრის სტატუსი ჰქონდა და როგორ მოახერხა ეს “ოცნების” პირობებში, ესეც ძალიან კარგად ვიცით და მაგის მოყოლაც შეგვიძლია”, - განაცხადა ანა წითლიძემ.