ჩვენი ამოცანა არის, რომ ოთხი, ხუთი დღის განმავლობაში, შევუტიოთ ამ ძალოსნებს. სამი დღის მერე ამათ ეწყებათ კრიზისი, ოთხი დღის მერე უფუნქციოები ხდებიან, მეხუთე დღეს არ იარსებებს არც ხარება და არც მაგისი ბანდა, - ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამათი დასჯის მეთოდი არის ნიღბის მოხსნა.

"ჩვენი ამოცანა არის, რომ ოთხი, ხუთი დღის განმავლობაში, შევუტიოთ ამ ძალოსნებს. სამი დღის მერე ამათ ეწყებათ კრიზისი, ოთხი დღის მერე უფუნქციოები ხდებიან, მეხუთე დღეს არ იარსებებს არც ხარება და არც მაგისი ბანდა. მე მინდა ხალხს ვთხოვო, ამათი დასჯის მეთოდი არის ნიღბის მოხსნა, წეღან, ჩვენ სუსის ერთი თანამშრომელი დავიჭირეთ, რომელიც ბავშვებს ფოტოს უღებდა და ვაჩვენეთ საზოგადოებას, გვარიც გავიგეთ - ბრეგვაძე, ამიტომ მათი დასჯის მეთოდი ეს არის. ნიღაბი მოხსენით და მის ოჯახს, ნათესავებს აჩვენეთ ეს ხალხი, უნდა ვიაქტიუროთ და უნდა მივაწვეთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.