მაღალი ფასების მთავარი მიზეზი და პრობლემა არის თავად ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.

მისივე თქმით, 2012 წელთან შედარებით იუსტიციის სერვისებზე ღირებულება სამჯერ გაიზარდა.

"2012 წელთან შედარებით იუსტიციის სერვისებზე ღირებულება სამჯერ გაზარდა "ქართულმა ოცნებამ" და ამასობაში დაგვიანონსეს მაღალ ფასებთან ბრძოლა - კობახიძემ კომისია შექმნა, სუსმა გამოძიება დაიწყო, თუმცა ფასები არა თუ არ შემცირებულა, არამედ გაიზარდა, მათ შორის სახელმწიფო სერვისებზე - იუსტიციის სერვისებზე, სამოქალაქო რეესტრშიც კი გაიზარდა ქორწინების რეგისტრაცია. ეს ყველაფერი არა მხოლოდ ტყუილი და ფარისევლობაა მათი მხრიდან, არამედ დემოგრაფიული დისბალანსის ფონზე არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რომელიც გადადგა "ქართულმა ოცნებამ" და მაღალი ფასების მთავარი მიზეზი და პრობლემა არის თავად ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.