მათი წარმოდგენით, გაუქმებული მანდატების შესახებ აქტს გააუქმებენ თავად, აღადგენენ ამ მანდატს და მერე გეტყვიან მობრძანდით პარლამენტშიო. ეს არის გამორიცხული, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიცია საპარლამენტო სკამების გამო არ იბრძვის.

"ქართული ოცნების" წარმოდგენით, ურთიერთობების ე.წ. ნორმალიზება გულისხმობს იმას, რომ ადამიანები, ვისაც გაუყალბეს, წაართვეს არჩევნები და მიუგდეს თავიანთივე დაწერილი პროცენტები, თურმე, უნდა ვაღიაროთ ეს შეეგი, ხელში დავიკაოთ ის მანდატები, რომელიც გადავყარეთ და დაავბრუნდეთ პარლამენტში - ეს არის "ქოცების" აზრი.

მათი წარმოდგენით, გაუქმებული მანდატების შესახებ აქტს გააუქმებენ თავად, აღადგენენ ამ მანდატს და მერე გეტყვიან მობრძანდით პარლამენტშიო. ეს არის გამორიცხული, ეს არ მოხდება არაფრის ფასად იმიტომ, რომ საპარლამენტო სკამებისთვის რომ გვებრძოლა, იქ შევიდოდით და დავსხდებოდით, როგორც ახლა ზოგიერთები სხედან", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.