მე ვერ დავუჭერ მხარს მთავრობას, რომელიც საკუთარ ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს. ქვეყანა სულ უფრო და უფრო შორდება ევროკავშირთან დაკავშირებულ სამომავლო პერსპექტივებს, - ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა განაცხადა.

"მე ვერ დავუჭერ მხარს მთავრობას, რომელიც საკუთარ ხალხის წინააღმდეგ მოქმედებს და მუშაობს. ქვეყანა სულ უფრო და უფრო შორდება ევროკავშირთან დაკავშირებულ სამომავლო პერსპექტივებს. ერთადერთი, რაც შემიძლია მთავრობის მიმართ გავაკეთო, არის მოწოდება, შეწყვიტოს ეს აბსურდი და დაიწყოს მუშაობა ევროპული მომავლისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. ამ კვირაში ჩემს ოფისში შევხვდით რამდენიმე მათგანს. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერთ მედიასაც. ასე რომ, გთხოვთ, გამაგრდით", - განაცხადა მარტა კოსმა.