ყველამ კარგად ვიცით, ვინ მიიჩნევიან პოლიტიკურ პატიმრებად. მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, მოიაზრება თვითნებურად დაკავებულებში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგიალური მმართველობის ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა არის შეთხზული.

"რა თქმა უნდა, ყველამ კარგად ვიცით, ვინ მიიჩნევიან პოლიტიკურ პატიმრებად - პოლიტიკოსები, აქტივისტები, მოქალაქეები, რომლებიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას იქნენ დაკავებულები. ამის შესახებ მთელი ცივილიზებული სამყარო ინფორმირებულია და არა მგონია ვინმესთვის რაღაც კითხვის ნიშანს ბადებდეს მათი, ასე ვთქვათ, ვინაობა. მიხეილ სააკაშვილი, რა თქმა უნდა, მოიაზრება თვითნებურად დაკავებულებში, ის პოლიტიკური პატიმარია, მისი ბრალეულობა არის შეთხზული", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.