საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სატრანზიტო მარშრუტებთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევი განცხადებას ეხმაურება. 

სააკაშვილის განცხადებით, ქვეყანა მძიმე გეოპოლიტიკურ ჩიხშია მოქცეული.

"ილჰამ ალიევის განცხადება, რომ დღეს სატრანზიტო მარშრუტი საქართველოზე გადის და ხვალ სომხეთზე გაივლის, ანგრევს ყველაფერს რასაც მივაღწიეთ 90-იან და 2000-იან წლებში, როგორც ქვეყანამ.

საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში, რომელიც უახლოეს ხანში დასრულდება, ან ჩვენი როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს გაუქმებით, ან მაფიოზი ბიძინა ივანიშვილის მარწუხებიდან თავის დაძვრენით და ქვეყნის სწრაფი განვითარების გზაზე, ხელახლა გასვლით”, - წერს სააკაშვილი.