ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემების პროგნოზის უკვე გამზადებული სურათი. ამას დაემატა კიდევ სანქციები, რაც კიდევ უფრო გააუარესებს, - ამის შესახებ კომპანია Reformatics-ის დამფუძნებელმა ნიკა გილაურმა განაცხადა.

"საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებმა, რომლებმაც უნდა გადმორიცხონ საკმაოდ დიდი თანხები მომავალ წელს, გააჩერეს პროგრამები. პირდაპირი ინვესტიციები, რომლებიც უნდა შემოსულიყო მომავალ წელს, გააჩერეს გადმორიცხვები. ეს გადმორიცხვები მათ გააჩერეს ჯერ კიდევ სანქციებამდე. 

გარდა ამისა, ტურიზმში გვაქვს აშკარა ჩამოვარდნა. თქვენ, რომ ნახოთ და ჰკითხოთ სასტუმროებისა და რესტორნების მფლობელებს, მათ აქვთ 50%-იანი ვარდნა.

ქვეყანაში თანხა შემოდის საერთაშორისო ინვესტიციების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, ტურიზმის და ექსპორტის მიმართულებით, აქედან კი 3 არის სერიოზულად შემცირებული - 50% შემცირება აქვს ერთს, 50% მეორეს და შეიძლება 55% მესამეს.

ჩვენ გვაქვს სერიოზული ეკონომიკური პრობლემების პროგნოზის უკვე გამზადებული სურათი. ამას დაემატა კიდევ სანქციები, რაც კიდევ უფრო გააუარესებს.

ჩვენ რეალურად დავინახავთ უახლოეს 3-4 თვეში საკმაოდ მძიმე ეკონომიკურ ეფექტს როგორც კურსის თვალსაზრისით, ასევე ინფლაციის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკის შემცირების თვალსაზრისით და სავარაუდოდ, უმუშევრობის გაზრდის თვალსაზრისით", - განაცხადა ნიკა გილაურმა.