“ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელი პოლიტიკური პარტიების „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვის საკითხზე განსახილველად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს გადაეცა.

გადაწყვეტილება ამის შესახებ სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დღეს 6 ოქტომბერს მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელს აწერენ: ევა გოცირიძე, ვასილ როინიშვილი, გიორგი თევდორაშვილი, გოგა კიკილაშვილი.

კიკალიშვილის უფლებამოსილების შესრულებას გუშინ შეუდგა.