კიევში, საწარმო "კიევავტოდორმოსტის“ სპეციალისტებმა სრულად აღადგინეს ჩრდილოეთის ხიდის ის მონაკვეთი, რომელიც 4 ოქტომბერს რუსული თავდასხმის დროს დაზიანდა.

სპეციალისტებმა სრულად აღადგინეს ხიდის კონსტრუქცია და გზის საფარი, შეაკეთეს დაზიანებული ელემენტები, რომლებიც ხიდის ნაწილებს აკავშირებს და უზრუნველყოფს მის მდგრადობას, გაამაგრეს გზის დაზიანებული საფუძველი და გადახურეს სპეციალური ლითონის ფილით, დაზიანებულ მონაკვეთზე სრულად დააგეს ახალი ასფალტბეტონის საფარი.

რუსმა ოკუპანტებმა ჩრდილოეთის ხიდს ზედიზედ ორ დღეს - 3 და 4 ოქტომბერს დაარტყეს. 3 ოქტომბერს რუსულმა რეაქტიულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა პირველი დარტყმა მიაყენა ხიდს, შედეგად დაზიანდა გზის სავალი ნაწილი და ტროლეიბუსების საკონტაქტო ქსელი, რის გამოც მოძრაობა დროებით შეიზღუდა.

4 ოქტომბერს ხიდზე მეორე დარტყმა განხორციელდა. ამ დროს კიევში დაუგეგმავი ვიზიტით გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი იმყოფებოდა. აფეთქების შედეგად დააზიანა ხიდის ქვეშ გამავალი თბომაგისტრალი და დაშავდა ორი ადამიანი.