იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თამარ ზოდელავა დაინიშნა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თამარ ზოდელავა პროფესიით იურისტია.

"მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე, ზოდელავა სსიპ „სახელმწიფო გრანტების მართვის სააგენტოს“ თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა .

მას განათლება მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შპაიერის ადმინისტრაციული მეცნიერებების უნივერსიტეტსა და ბრემენის უნივერსიტეტში. აქვს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების“ (GIZ) პროექტების მენეჯერად", - აღნიშნულია ინფორმაციაში.