აზერბაიჯანმა აშშ-ის პრეზიდენტისგან დონალდ ტრამპისგან "მშვიდობის საბჭოში" მიწვევა მიიღო. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქო მიწვევას დათანხმდა.

საბჭოში საქართველოს სამეზობლოდან მიწვევა მიიღეს სომხეთმა, თურქეთმა და რუსეთმაც.

გამოცემა Bloomberg მიწვეული ქვეყნების სიას აქვეყნებს, რომელიც ასე გამოიყურება:
• ავსტრალია
• ავსტრია
• ალბანეთი
• არგენტინა
• ბაჰრეინი
• ბელარუსი
• ბრაზილია
• გაერთიანებული სამეფო
• ვიეტნამი
• გერმანია
• საბერძნეთი
• ეგვიპტე
• ევროკომისია
• ისრაელი
• ინდოეთი
• ინდონეზია
• იორდანია
• ირლანდია
• ესპანეთი
• იტალია
• ყაზახეთი
• კანადა
• კატარი
• კვიპროსი
• ჩინეთი
• მაროკო
• ნიდერლანდები
• ახალი ზელანდია
• ნორვეგია
• არაბთა გაერთიანებული საამიროები
• ომანი
• პაკისტანი
• პარაგვაი
• პოლონეთი
• პორტუგალია
• რუსეთი
• რუმინეთი
• საუდის არაბეთი
• სინგაპური
• სლოვენია
• ტაილანდი
• თურქეთი
• უზბეკეთი
• უკრაინა
• ფინეთი
• საფრანგეთი
• შვეიცარია
• შვედეთი
• სამხრეთ კორეა
• იაპონია

დონალდ ტრამპმა „მშვიდობის საბჭოს“ შემადგენლობა გასულ კვირას დაასახელა. საბჭო წარმოადგენს ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური კონფლიქტების, მათ შორის ისრაელი-ღაზას კონფლიქტის, მოგვარებას. თეთრი სახლის განცხადებით, "მშვიდობის საბჭოს“, აშშ-ის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს, ღაზას დროებით მმართველობას ზედამხედველობას გაუწევს და სექტორის რეკონსტრუქციის შემდგომ ეტაპს წარმართავს.