სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაკრძალვაზე, თბილისში აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარე საჰიბა გაფაროვა ჩამოვიდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, მილი მეჯლისის თავმჯდომარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი დახვდა.

საჰიბა გაფაროვა დელეგაციასთან ერთად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაკრძალვას დაესწრება.