საქართველო ამ კონტექსტიდან არის აბსოლუტურად ამოვარდნილი იმიტომ, რომ ჩვენ არც ეკონომიკურად გვაქვს ამბიცია, რომ ევროპასთან ვიყოთ ინტეგრირებული და მით უმეტეს, არც პოლიტიკურად, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ღირებულებითი სისტემების თავსებადობა და თანხვედრა, სამწუხაროდ, საქართველოსა და ევროპას შორის აღარ არსებობს.

"რა თქმა უნდა, სომხეთი ბევრად წინ არის წასული, როგორც დემოკრატიული თვალსაზრისით, ასევე ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით, ასევე, ეკონომიკურად ძალიან სერიოზული პერსპექტივები აქვს, ერთ თვეში იქ იქნება არჩევნები, რომელიც არ გაყალბდება და ეს უკვე ყველამ წინასწარ იცის, მათ შორის ჩვენმა მეგობრებმა ევროპაში, იმიტომ, რომ ძალიან ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ბატონმა ფაშინიანმა ბოლო წლებში, მაგრამ საქართველო ამ კონტექსტიდან არის აბსოლუტურად ამოვარდნილი იმიტომ, რომ ჩვენ არც ეკონომიკურად გვაქვს ამბიცია, რომ ევროპასთან ვიყოთ ინტეგრირებული და მით უმეტეს, არც პოლიტიკურად იმიტომ, რომ ღირებულებითი სისტემების თავსებადობა და თანხვედრა, სამწუხაროდ, საქართველოსა და ევროპას შორის აღარ არსებობს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

ერევანში პოლიტიკური გაერთიანების სამიტი იხსნება.