"ჩვენი დაზვერვის აგენტების სია გადაეცა რუსეთის მხარეს", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომაზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.

"გაკეთდა განცხადებები, გენერალი გიგი კალანდაძის განცხადება, 2008 წლის გმირის, რომელმაც დაჭრა გენერალური ხრულოვი, 58-ე არმიის მეთაური, რომელიც არის რუსეთის პარლამენტის საზიზღარი დეპუტატი, მაშინ გადარჩა, მრავალთვიანი მკურნალობის შემდეგ და მან შეაჩერა პირველი კოლონა გიგი კალანდაძემ და მან განაცხადა, რომ ჩვენი დაზვერვის აგენტების სია გადაეცა რუსეთის მხარეს.

მე მინდა დავადასტურო ეს, მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ვამზადებდით გაცვლას რუსეთში დაკავებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლების ჩვენთან დაკავებულ რუს ჯაშუშებზე - შტილნიკოვზე და სხვებზე, სწორედ იმის გამო, რომ მოვიდა ახალი ხელისუფლება და პირველი რაც მათ ქნეს, გარდა იმისა, რომ დახურეს რუსული არხი, გადასცეს სია ჩვენი აგენტების რუსეთში, პრაქტიკულად, ჩვენი ხალხი ჩარჩა იქ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.