"ქართული ოცნების" კრახია დასავლური დეზინფორმაციის კუთხით, სადაც საქართველოს მოსახლეობას პროპაგანდის მიუხედავად, კვლავ სურს ევროკავშირის წევრობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკური პარტიების ვალია, რომ ევროკავშირის შესახებ მეტი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.

"კვლევაში გამოიკვეთა ორი მნიშვნელოვანი რამ - ერთი ის, რომ "ქართული ოცნების" კრახია დასავლური დეზინფორმაციის კუთხით, სადაც საქართველოს მოსახლეობას პროპაგანდის მიუხედავად, კვლავ სურს ევროკავშირის წევრობა ისევე, როგორც ევროპას ის განიხილავს არა მარტო ეკონომიკურ კეთილდღეობად, არამედ უსაფრთხოების მიმწოდებლადაც და მთავარი დამნაშავე ამ პროცესის შეჩერების არის სწორედ "ქართული ოცნება" თავისი დრაკონული კანონებით, თუმცა აქვე იკვეთება აუცილებლობა მუშაობის ამ დეზინფორმაციასთან დასაპირისპირებლად და ევროკავშირის შესახებ ინფორმაციის მიწოდება საჭიროა საქართველოს მოსახლეობისთვის, რაც პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების ამოცანაა", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. 

ახალი კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 71% ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა.