ხელისუფლების წარმომადგენლები 9 აპრილის მემორიალთან მივიდნენ. მათ ტერიტორია კომენტარის გარეშე დატოვეს.

პარალელურად, გვიან ღამიდან ადგილზე პროევროპული აქციების მონაწილეები იყვნენ შეკრებილები, მათ შორის სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები.

ადგილზე მისულ "ქართული ოცნების" წევრებს ისინი შეძახილებით დახვდნენ და სკანდირებდნენ: "მონა", "რუსებო".

ტერიტორიაზე მათ გამოჩენამდე, ადგილზე პოლიცია გამოჩნდა და შეეცადა,  პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან გაეთავისუფლებინა. დემონსტრანტების ნაწილი პოლიციამ შემაღლებული ადგილებიდან იძულებით ჩამოიყვანა.

აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.