"ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტს მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა.

დარბაზში ოპოზიცია არ იმყოფებოდა, მათი ნაწილი ცოტა ხნის წინ სხდომიდან გააძევეს, ნაწილმა დარბაზი თვითონ დატოვა.

პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტთან საპროტესტო აქცია გრძელდება. კენჭისყრის შედეგებს აქციის მონაწილეები შეძახილებით შეხვდნენ. ამ დროისთვის აქციაზე იმ დეპუტატების გვარების კითხულობენ, ვინც კანონპროექტს მხარი დაუჭირა.