ჩვენი წინა პრემიერ-მინისტრი და მოქმედიც გვიმტკიცებდნენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყება არის დამოუკიდებელი და თავისუფალია ყველანაირი გავლენისგან. ვნახეთ, რომ ეს ასე არ არის, - ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ რუსეთს ჰპირდება, რომ საქართველოში გააუქმებენ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისუფალ მედიას, ნეიტრალიზაციას გაუკეთებენ ყველა იმ პირს, ვისაც საქართველოში არ უნდა რუსეთი.

"არაფერი სათქმელი არ აქვთ საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ვისაც ამ წინასაარჩევნო პერიოდში "ქართული ოცნება“ აძლევს დაპირებას, ეს არის რუსეთი. ისინი რუსეთს ჰპირდებიან, რომ საქართველოში გააუქმებენ ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციას, თავისუფალ მედიას, ნეიტრალიზაციას გაუკეთებენ ყველა იმ პირს, ვისაც საქართველოში არ უნდა რუსეთი. ამას არ სჭირდება გამადიდებელი შუშა, არ სჭირდება სათვალე, რომ ეს დავინახოთ. საკუთარ ტყუილებში არიან გახლართული. დღეს ამბობს, რომ არ მიდიოდა ამერიკაში და არ იყო ეს ვიზიტი მაშინ, როდესაც გაეროში, რომ ვიზიტი ჰქონდა მათი მედია აცხადებდა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. ზუსტად ვიცით, რომ მცდელობა ჰქონდათ შეხვედროდნენ, როგორც მოქმედ ადმინისტრაციას, ასევე ტრამპთანაც ჰქონდათ შეხვედრის მცდელობა. ჩვენი წინა პრემიერ-მინისტრი და მოქმედიც გვიმტკიცებდნენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის უწყება არის დამოუკიდებელი და თავისუფალია ყველანაირი გავლენისგან. ვნახეთ, რომ ეს ასე არ არის. ამათ ქართველი ხალხი სულელები ჰგონიათ. რაჟდენ კუპრაშვილი არის პაიკზე უფრო დაბალი წონის ფიგურა იმ დაფაზე, რომელზეც ესენი სხედან და რაც უბრძანეს ის გააკეთა. ის მითითება, რომ არჩევნებზე დამკვირვებლად არ დაეშვა საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვა ორგანიზაციებისთვისაც შეექმნათ პრობლემები, ეს მითითებაც მოდიოდა საქართველოს მთავრობიდან“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ანტიკორუფციულმა ბიურომ გააუქმა გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე ორგანიზაციას პოლიტიკურ პროცესებში გაწეული ხარჯის საჯაროობა ევალებოდა.