საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ "ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა.

ნადარაიას თქმით, ზაზა ბიბილაშვილი მუდმივად არღვევდა წესრიგს სასამართლო სხდომაზე.

" ბატონი ზაზა ამბობს, რომ საზოგადოებას უნდა მივმართო. მაშინ გადაწყვიტოს ეს საქმე საზოგადოებამ. ბატონმა ზაზა ბიბილაშვილმა კიდევ ერთხელ გამაწყვეტინა საუბარი, ის მუდმივად არღვევს წესრიგს სასამართლო სხდომაზე და გაძევებული ბრძანდებით სხდომიდან. ბატონი ზაზა ბიბილაშვილი აქ არ შემოგვერთებია ჩვენ, რომ სამართლებრივად გაემდიდრებინა ეს პროცესი, დესტრუქციისთვის მოვიდა და მხარეებისა და სასამართლოსთვის თავდასხმისთვის“, – განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

როგორც ზაზა ბიბილაშვილმა აღნიშნა, იგი მხარეებისადმი თანასწორ მიდგომას ითხოვდა.

„ყოველ ჯერზე მე ვითხოვდი, რომ თანასწორი მიდგომა ყოფილიყო მხარეებს შორის“, – აღნიშნა ბიბილაშვილმა.