ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მის საქციელს, ქვეყანა რომ პირველ ადგილზე დააყენა, "ოცნებამ" ღალატი უწოდა.

"სამწუხაროდ, ივანიშვილი ახლა თავისი შეცდომების ტყვეობაშია და იმედი მაქვს, რომ ამ ტყვეობას თავს დააღწევს, ეს მასაც სჭირდება და ქვეყანასაც. ერთადერთი, რაც მე ივანიშვილმა ვერ მაპატია, ეს არის ის, რომ ჩემთვის სახელმწიფო და ქვეყანა ყოველთვის იდგა უფრო მაღლა, ვიდრე მისი და პარტიის პერსონალური ინტერესები. ამიტომ იყო ის ყველაფერი, რაც მოხდა ღალატს რომ იძახიან. 

მერე, რომ ეუბნები, მოდი, ვილაპარაკოთ როგორც გინდაო,  შენს სასამართლოში? - პრობლემა არ არის; მედიაში? წამო, იმედზე.  არ გინდა სასამართლო და მედია და  ისე გინდა? არც ეგ არის პრობლემა", - განაცხადა გიორგი გახარიამ "ტვ პირველის" ეთერში.