ევროპული პერსპექტივა, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სადაც საქართველო წლები იყო ლიდერი, დღეს არის მაჩანჩალა, ფსკერზეა და ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა.
 

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" შეიცვალა კურსი და სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვს ევროსტრუქტურას შეშფოთება.

"ევროპული პერსპექტივა, აღმოსავლეთ პარტნიორობა, სადაც საქართველო წლები იყო ლიდერი, დღეს არის მაჩანჩალა, ფსკერზეა და  ეს არის "ქართული ოცნების" პოლიტიკა. "ქართულმა ოცნებამ" შეიცვალა კურსი და სწორედ ამასთან დაკავშირებით აქვს ევროკავშირის ელჩს და ზოგადად, ევროსტრუქტურებს შეშფოთება, ვინაიდან, საქართველო აღარ არის რეფორმატორი, საქართველო აღარ არის მოწინავე.

მე მაინტერესებს ქართველი ხალხის ინტერესი. სანამ ევროკავშირისკენ თითს გაიშვერთ, მანამდე გვაინტერესებს ის გამოძიებები, რომელთან დაკავშირებითაც "ქართული ოცნება" საუბრობდა", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.