"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ჩეხ კოლეგებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. 

ბოკუჩავა მადლობას უხდის ჩეხებს აღნიშნული რეზოლუციის მიღებისთვის და ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს.

მისი განცხადებით, საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება ისტორიული საპარლამენტო არჩევნების წინ.

"მადლობას ვუხდი ჩვენს ჩეხ კოლეგებს საქართველოს შესახებ რეზოლუციის ინიციირებისთვის და მოვუწოდებ პატივცემულ კოლეგებს, მხარი დაუჭირონ ამ მნიშვნელოვან რეზოლუციას.

როგორც იცით, საქართველო გზაჯვარედინზე იმყოფება, ისტორიული საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და ევროპული მომავლის ბედს. ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს თავისუფლებისმოყვარე ხალხი, რომელიც მამაცურად ისწრაფვის ევროპული მომავლისკენ, ხოლო, მეორე მხრივ, გვყავს რუსეთში გამდიდრებული მილიარდერი ივანიშვილის მართული ხელისუფლება, რომელიც დასავლეთის დემონიზებას ახდენს, საქართველოს ევროინტეგრაციას ძირს უთხრის, დემოკრატიული ოპოზიციის კანონგარეშე გამოცხადებით იმუქრება, ყველაზე პროდასავლელ პოლიტიკოს მიხეილ სააკაშვილს.  

26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს, გავხსნით გაწევრიანების მოლაპარაკებებს ევროკავშირთან და მოვიპოვებთ წვდომას გაწევრიანების პროცესისთვის განსაზღვრულ მილიარდობით ევროს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  თინა ბოკუჩავა ევროპის სახალხო პარტიის სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. მან  ევროპის სახალხო პარტიას მადლობა გადაუხადა ქართველი ხალხისა და საქართველოს ტრადიციული მხარდაჭერისთვის.