იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს “ქართული ოცნება”.

"ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება 2008 წლის დამამცირებელი ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სრულიად ნათლად აჩვენა საქართველოსადმი თავისი რეალური დამოკიდებულება. პრინციპში, სიმართლე რომ გითხრათ, რუსეთის ნებისმიერ ვინმესთან რეალურ დამოკიდებულებაზე საუბარი ცუდი ტონია, ვინაიდან რუსეთს ყოველთვის ეზიზღება სუვერენული ქვეყნები და ყოველთვის ეცდება მათ ტოტალურ კონტროლს იმ ინსტრუმენტებით, რომელთა დემონსტრირებასაც ახდენს საქართველოში.

საქართველოს ქვეცნობიერად ყველაზე მეტად ეშინია, რომ თუ რუსეთი არ წააგებს ამ ომს, მაშინ ის შეძლებს იგივე ომის დაწყებას საქართველოში, თუ საქართველო დაამარცხებს ალტერნატიულ პოლიტიკურ მოძრაობებს. ანუ ჩემთვის ეს მოტივაცია გასაგებია, თუმცა, წინააღმდეგობა, რომელსაც ახლა ვხედავთ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის ქუჩებში წინააღმდეგობა საკმაოდ დიდია. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური, უბრალოდ აბსოლუტური უმრავლესობა ნამდვილად არაა დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც ატარებს “ქართული ოცნება”, პრორუსული პარტია. იქნება თუ არა საქართველო რუსეთის ტოტალური კონტროლის ქვეშ? არა, ჩემთვის ესეც უეჭველია", - აცხადებს პოდოლიაკი.