ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანაში არის დიდი რაოდენობა საზოგადოების, რომლებსაც შეიძლება მიანდო ხელისუფლებაში ყოფნა, - ამის შესახებ "თავისუფლების მოედნის" ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება, რომ ის, რაც ახლა ხდება, უნდა შეიცვალოს.

"ჩვენ საზოგადოებას უნდა ვაჩვენოთ, რომ ამ ქვეყანაში არის დიდი რაოდენობა საზოგადოების, რომლებიც არიან მცოდნეები, პროფესიონალები, იციან, საქმე როგორ გააკეთონ და ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც შეიძლება მიანდო ხელისუფლებაში ყოფნა და გადაწყვეტილებების მიღება იმიტომ, რომ ასეთი დიდი სამოქალაქო ალტერნატივის ჩამოყალიბების გარეშე ცვლილებები იქნება რთული. ეს არ იქნება საკმარისი, მაგრამ ეს იქნება აუცილებელი.

საზოგადოების დიდი ნაწილი ხვდება, რომ აღარ გვინდა ის, რაც ახლა ხდება და ეს უნდა შეიცვალოს, ახლა კი ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ რა გვინდა კონკრეტულად, სად მივდივართ იმისთვის, რომ მერე ერთად გავიაროთ ეს გზა. ის, რაც ახლა ხდება, რასაც "ოცნება" აკეთებს არის ქვეყნის განსაცდელი. აქედან აუცილებლად უნდა ამოვიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან ცუდი შედეგები იქნება", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.