ამათ ახასიათებთ დაპირებების გაყიდვა. შესაძლებელია, იყიდეს უფლება, ალბათ, რამდენიმე ათეულ მილიონად, რომ ამ "თაუერის" ბრენდის ქვეშ ააშენონ ცათამბჯენი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გია ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, აქ არ არის ტრამპის ინვესტიცია, აქ ისინი მხოლოდ სახელს ყიდიან.

"ამათ ახასიათებთ დაპირებების გაყიდვა. შესაძლებელია, იყიდეს უფლება, ალბათ, რამდენიმე ათეულ მილიონად, რომ ამ "თაუერის" ბრენდის ქვეშ ააშენონ ცათამბჯენი.

აქ არ არის ტრამპის ინვესტიცია, აქ ისინი მხოლოდ სახელს ყიდიან, რასაკვირველია, ამას "ქართული ოცნება" პროპაგანდისტულად გამოაცხადებს, როგორც ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებას, თუმცა სულ მახსენდება, რომ რამდენი ასეთი მშენებლობა და პროექტი გამოუცხადებიათ, მაგრამ არ აშენებულა.

რაც შეეხება უშუალოდ ტერიტორიას - იპოდრომის ტერიტორია რამდენჯერ გვაჩუქეს, რამდენჯერ წაგვართვეს, არადა ბოლოს ვიცოდით, რომ იქ უნდა გაკეთებულიყო პარკი, სადაც მთელი თბილისი დაისვენებდა, ახლა კი ამ გადაწყვეტილებას იმით გაამართლებენ, რომ რა პარკი, აგერ პრეზიდენტის ცათამბჯერნს ვაშენებთო",  - განაცხადა გია ჯაფარიძემ.