შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალის გამოყენების არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. მან როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და როგორც გამოიყენა, ესეც ცხადია, რომ არღვევდა იმ პროპორციულობის ტესტს, რომელიც არსებობს, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდება, როგორიცაა: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი თუ სხვა საშუალებები, ამას აქვს თავისი ლოგიკა და ეს ლოგიკა ეფუძნება იმას, რომ ადამიანებს მიადგეთ, რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი.

"გუშინ, რაც ვიხილეთ, ეს იყო მიზანმიმართული, დემონსტრაციული ძალის გამოყენება მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალის გამოყენების არანაირი საფუძველი არ გააჩნდა. მან როდესაც დაიწყო სპეციალური საშუალებების გამოყენება, ამის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა და როგორც გამოიყენა, ესეც ცხადია, რომ არღვევდა იმ პროპორციულობის ტესტს, რომელიც არსებობს. როდესაც სპეციალური საშუალებების გამოყენება ხდება, როგორიცაა: წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი თუ სხვა საშუალებები, ამას აქვს თავისი ლოგიკა და ეს ლოგიკა ეფუძნება იმას, რომ ადამიანებს მიადგეთ, რაც შეიძლება, ნაკლები ზიანი და ასეთი საშუალებები უნდა გამოიყენებოდეს, როდესაც აქცია არ არის მშვიდობიანი, თუმცა გუშინდელი აქცია სრულებით მშვიდობიანი იყო“, - განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.