ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, უბრალოდ დამატებით მივაწოდეთ ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება საქართველოში, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.

"ორი ქვეყანა არის ახლა - ვენესუელა და სირია, სადაც შესაძლებელია მუშაობა და ამერიკის დახმარება, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარონ და უკან წაიღონ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება, ამიტომ, ერთი საკითხი ეს იყო მნიშვნელოვანი და მეორე - სხვა საკითხები დაკავშირებული იყო საქართველოში დემოკრატიის უკუსვლასთან, ზოგადად იმასთან, რა ვითარებაცაა ახლა და გუშინ მიღებულ ახალ რეგულაციებსაც, რომელიც, ჩემი აზრით, სპეციალურად დაამთხვიეს ამ დელეგაციის საქართველოში ვიზიტს, რომ პრობლემები შეგვიქმნან პოლიტიკურ მოთამაშეებს, ისევე როგორც საზოგადოებას.

ინფორმაცია ყველაფერზე ჰქონდათ, უბრალოდ დამატებით მივაწოდეთ ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება საქართველოში", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიის ლიდერები საქართველოში ვიზიტით მყოფ კონგრესის თანამშრომლების დელეგაციას  შეხვდნენ.