ცივილური სამყარო თანხმდება, რომ "ქართული ოცნება" არის ავტოკრატიული ძალა, არის რუსული რეჟიმის მსგავსი, რომელიც იმეორებს იმავე ნაბიჯებს, რაც გადადგა ლუკაშენკომ, მადურომ, ან პუტინი დგამს წლებია, -  ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, გაეროს რეზოლუციები, ანგარიშები, დასკვნები, რეკომენდაციები პირდაპირ უკავშირდება ევროპის გადაწყვეტილებებს.

"გაეროს რეზოლუციები, ანგარიშები, დასკვნები, რეკომენდაციები პირდაპირ უკავშირდება ევროპის გადაწყვეტილებებსა და ვენეციის კომისიის გადაწყვეტილებებს.

ცივილური სამყარო თანხმდება, რომ "ქართული ოცნება" არის ავტოკრატიული ძალა, არის რუსული რეჟიმის მსგავსი, რომელიც იმეორებს იმავე ნაბიჯებს, რაც გადადგა ლუკაშენკომ, მადურომ, ან პუტინი დგამს წლებია, ამის გამო კი დასავლეთის

ანგარიშები ერთმანეთს ემთხვევა. ამის შედეგად, დასავლეთი თანხმდება იმაზე, რომ მეტია გასაკეთებელი რეჟიმის წინააღმდეგ და ეს აჩქარებს იმ სანქციებსაც, რომელზეც დასავლეთი ხშირად საუბრობს", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.

ჟენევაში 26 იანვარს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-4 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიში განიხილა.