მინდა ვკითხო ხალხს, ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს?, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა საქართველოში შენდება ქალაქები, რომლებიც ქართველებისთვის არაა განკუთვნილი.

"მინდა ვკითხო ხალხს, თქვენ 2012 წლის შემდეგ ჩვენი ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა ბუნებრივად იზრდებოდა და გაიზარდა რამდენჯერმე. ცხოვრობთ თუ არა თქვენ, თითოეული თქვენგანი, ქართველებო, ძვირფასებო, მეგობრებო, დებო, შვილებო, იმაზე უკეთესად, ვიდრე 2012 წელს? იმაზე რამდენჯერმე უკეთესად და პასუხი არის ძალიან მარტივი: არა, არ ვცხოვრობთ! ე.ი. ამ ფულმა გვერდი აუარა თქვენს ჯიბეებს და გადაედინა ივანიშვილის, კალაძის, ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, მდინარაძის, ჩხარტიშვილის, გილაურების, პაპაშვილების და მრავალი სხვა წევრის წრეებში, რომელთაც გადააქციეს საქართველო რუსეთის ეკონომიკურ კოლონიად, ხოლო რუსულ ფულს აქვს ეს თვისება - არასდროს თანაბრად არ ნაწილდება, ბინძური ფულია, კორუმპირებული ფულია და უთანასწორობაზე დაფუძნებული ფულია და არასდროს ნაწილდება თანაბრად. ჩვენთან შენდება ახალი ქალაქები, მაგრამ ეს ქალაქები არ არის ქართველებისთვის, ეს არის არაბებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.