თუ დასანქცირდება ყულევის პორტი, ნახევარ მილიარდს დაკარგავს საქართველოს რკინიგზა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ გაიზრდება პენსია, ვერ გაიზრდება სოციალური მომსახურების ბიუჯეტი, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლაშა ფარულავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ეს იქნება ტვირთი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

"თუ დასანქცირდება ყულევის პორტი, ნახევარ მილიარდს დაკარგავს საქართველოს რკინიგზა, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერ გაიზრდება პენსია, ვერ გაიზრდება სოციალური მომსახურების ბიუჯეტი და, რა თქმა უნდა, ეს იქნება ტვირთი ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. რატომ მოხდა ეს? - იმიტომ, რომ ივანიშვილს სურს, საქართველო გამოიყენოს, როგორც ფულის საშოვნელი საშუალება. რუსული სანქცირებული საწვავი ამის კარგი საშუალებაა. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, სიმართლე. ბიძინა ივანიშვილმა მთელი საბჭოთა სისტემის რესტავრაცია მოახდინა და იმიტომ ვართ ამ დღეში.

რაც შეეხება კორუფციას, საქართველოში ყველა კუთხით, ყველა სფეროში კორუფციაა. "ქართული ოცნება" მხოლოდ თავის ფინანსურ უზრუნველყოფაზე ზრუნავს. ამ ყველაფრის ფასს კი ისევ ქართველი ხალხი იხდის. ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლა კი არა, გავლენებთან ბრძოლა მიმდინარეობს", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.