თუ გინდათ, რომ საინტერესო საყურებელი გახდეს ეს ისტორიული პროცესი, დაივიწყეთ ილუზიები, უსაფუძვლო ოპტიმიზმი და უყურეთ იმას, რაც სინამდვილეში ხდება: ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის. არავინ ელის რაიმე ექსტრაორდინარულს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ყველამ იცის, რომ ეს სასამართლო პროცესები არის თამაში.

“თუ გინდათ, რომ საინტერესო საყურებელი გახდეს ეს ისტორიული პროცესი, დაივიწყეთ ილუზიები, უსაფუძვლო ოპტიმიზმი და უყურეთ იმას, რაც სინამდვილეში ხდება:

ყველამ ყველაფერი წინასწარ იცის. არავინ ელის რაიმე ექსტრაორდინარულს;

ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს. მანდატურებიც კი გამოაწყვეს სპეციალურ მუნდირებში. ყველამ იცის, ბოლოს რაც მოხდება და რა როლი აქვს მიმდინარედ, მაგრამ მაინც არის მათ თამაშში განსხვავებული ნიუანსები

ა) ზოგი ცდილობს, თავი მოაწონოს ბიძინას, საჯაროდ პირველად ახდენს საკუთარი მორჩილების დემონსტრირებას;
ბ) ზოგი ასევე ცდილობს, თავი მოაწონოს ბიძინას, ოღონდ უკვე „ფავორშია“ და პოზიციის შენარჩუნება უნდა;
გ)ზოგი ცდილობს ჩუმად იყოს, მინიმალური ვალდებულება შეასრულოს, ბოლოს ხელი მოაწეროს გადაწყვეტილებაზე და ასე გამოძვრეს, იქნებ საერთოდაც აღარავის გაახსენდეს მომავალში’
დ) ზოგი „ნაცი არა ვარ“ მტკიცების რეჟიმშია ისევ, საკუთარი წარსულიდან და ბიძინას გამძაფრებული პარანოიიდან გამომდინარე და განსაკუთრებული „შეუპოვრობით“ გამოირჩევა.

ასეთი სპექტაკლია.

ბოლოს შეგვიძლია რამე პრიზიც დავაწესოთ როლის საუკეთესო შემსრულებლისთვის“, - წერს ზურაბ ჯაფარიძე.

საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური ძალის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა მეორე დღეა, მიმდინარეობს.