ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ, - ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა კრისტიან უიგანდმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები.

“ეს მოვლენები, ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებთან და ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ადრინდელ განცხადებებთან ერთად, მიუთითებს სასამართლო სისტემის შემაშფოთებელ ინსტრუმენტალიზაციაზე. ეს საფრთხეს უქმნის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, დემოკრატიულ პლურალიზმს და სამართლიან პოლიტიკურ კონკურენციას. ამიტომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ამას და გავაგრძელებთ ამ სარჩელის თვალყურის მიდევნებას.

ჩვენ ძალიან ხმამაღლა გამოვხატავთ პოზიციას „ქართული ოცნების“ ქმედებებზე, რომელიც მიმართულია პოლიტიკური ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების ჩახშობისკენ. სამწუხაროდ, ისინი აგრძელებენ სამოქალაქო სივრცის შეზღუდვას. საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები და გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა”, - განაცხადა კრისტიან უიგანდმა.

"ფორმულას" წამყვან ვახო სანაიას დღეს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.