მე უნდა ვუპასუხო ჩემი მეგობრის მიმართ მიყენებულ ამაზრზენ შეურაცხყოფას, რასა იუკნევიჩიენეზე "ქართული ოცნების" "აპარატჩიკების" მიერ, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა სოციალურ ქსელში წერს.

"მე ვამაყობ ჩემი ცხოვრების წესით, სოლიდარობის მოძრაობით, ჩემი კავშირებით გარდაცვლილ პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკისთან და მხარს ვუჭერ თავისუფლებას მთელ მსოფლიოში, როგორც ევროპარლამენტის წევრი. ამრიგად ვყლაპავ შეურაცხყოფას, რომელიც ჩემს მიმართ არის მიმართული "ქართული ოცნების" სხვადასხვა პაიკის მიერ.

მაგრამ მე უნდა ვუპასუხო ჩემი მეგობრის მიმართ მიყენებულ ამაზრზენ შეურაცხყოფას, რასა იუკნევიჩიენეზე "ქართული ოცნების" "აპარატჩიკების" მიერ. ის ლიეტუველებისთვის გმირია, Sąjūdis Movement-ის წევრი, ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი, ადამიანი, რომლის წვლილი ჩვენი რეგიონის, მათ შორის საქართველოს თავისუფლებასა და უსაფრთხოებაში, არ შეიძლება გადაჭარბებული იყოს. კობახიძის სიტყვები ვერავის შეურაცხყოფს. მას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ისტორიაში", - წერს ევროპარლამენტარი.