წარმოუდგენელი ცინიზმია, რომ სამართლებრივ არგუმენტაციასაც კი არ აყალიბებენ საკონსტიტუციო სარჩელში, ისე უნდათ პარტიების გაუქმება და მთავარ დოკუმენტად, უპირობო მტკიცებულებად, მიჩნეული აქვთ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მომზადებული და ქართველი ხალხის მიერ სახელდებული ღალატის კომისიის დასკვნა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკური რევანშია.

"სწორედ პოლიტიკური დავალების შესაბამისად ცდილობენ მოსამართლეები მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივ არგუმენტებზე აპელირებით, "გააპრავონ“ ის სამომავლო გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებენ. დღეს იქნება მორიგი პროცედურული საკითხები განხილული. საკმაოდ საინტერესო შუამდგომლობები იქნება ჩვენი მხრიდან, რომელმაც ნათელი უნდა მოჰფინოს ბევრ იმ ბრალდებას, რომელიც „ქართულ ოცნებას“ აქვს თავის სარჩელში.

წარმოუდგენელი ცინიზმია, რომ სამართლებრივ არგუმენტაციასაც კი არ აყალიბებენ საკონსტიტუციო სარჩელში, ისე უნდათ პარტიების გაუქმება და მთავარ დოკუმენტად, უპირობო მტკიცებულებად, მიჩნეული აქვთ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მომზადებული და ქართველი ხალხის მიერ სახელდებული ღალატის კომისიის დასკვნა.

საქმე თავისი შინაარსით პოლიტიკურ-სამართლებრივია, საკონსტიტუციო სასამართლო ცდილობს, რომ მხოლოდ სამართლებრივ საკითხებზე მოხდეს მსჯელობა და არანაირად პოლიტიკური კონტექსტი არ იყოს გათვალისწინებული. არადა, როდესაც რეალურად, პოლიტიკურ პარტიებზე, ქვეყანაში დემოკრატიაზე არის საუბარი, პოლიტიკური კონტექსტი ყველაზე მნიშვნელოვანია", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.