საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება მტკიცე რჩება, - ამის შესახებ ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ფინეთის საგარეო მინისტრმა ელინა ვალტონენმა ვენაში ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისი ვიზიტი საქართველოში ეხმიანებოდა დემოკრატიულ უკუსვლას.

"საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულება მტკიცე რჩება. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ასევე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დახმარებით წინ წავწიეთ სამოქალაქო საზოგადოებასთან ჩართულობა.

ჩემი ვიზიტი საქართველოში ასევე ეხმიანებოდა დემოკრატიულ უკუსვლას, სამოქალაქო საზოგადოების არსებით როლს და ადამიანების თავისუფლებას", - განაცხადა ელინა ვალტონენმა.