ძალიან კარგად იციან, რომ მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. ამბობენ "ქართულ ოცნებას", მაგრამ ძალიან კარგად იციან, ვის და რას ემსახურება "ქართული ოცნება", - ამის შესახებ ვანო მაჭავარიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილი ყველაფრის მიუხედავად არ ამბობს ევროპელობაზე, საფრანგეთის მოქალაქეობაზე უარს.

"ჩვენ ველოდებით დასავლეთის რეაქციას უკანონობაზე, დასავლეთთან ურთიერთობის მოშლაზე და საქართველოს რუსეთისკენ წაყვანაზე, რაც არ არის არც "ქართული ოცნების" ამომრჩევლის და არც მათ წინააღმდეგ ვინც ხმა მისცა მათი განწყობა და მზაობა, რომ ქვეყანამ უარი თქვას ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, რისკენაც საქართველო 30 წელზე მეტია, მიიღწვის.

ბიძინა ივანიშვილი, რომელიც საფრანგეთის მოქალაქეა, არ ამბობს უარს ევროპელობაზე, საფრანგეთის მოქალაქეობაზე იმიტომ, რომ იქ, როგორც ჩანს, ბევრი სიკეთეა იქ. ახლა ის აღმოჩნდა ვითარებაში, როდესაც მისი ქვეყნის მინისტრი ესაუბრება ბრიტანეთის მინისტრს იქ, სადაც ბიძინა ივანიშვილის  ფინანსების ძალიან დიდი ნაწილი დევს ბრიტანული იურისდიქციის ქვეშ. ე.წ. ოფშორული ზონები, რაც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაშია, სწორედ ბრიტანეთის იურისდიქციაშია.

ძალიან კარგად იციან, რომ მთავარი სამიზნე არის ბიძინა ივანიშვილი. ამბობენ "ქართულ ოცნებას", მაგრამ ძალიან კარგად იციან, ვის და რას ემსახურება "ქართული ოცნება" და თავისთავად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი", - განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.