საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ალეკო ელისაშილისთვის გამოტანილ განაჩენს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

არ ვიცი რა სცენარი დაუტრიალეს ელისაშვილს, ერთადერთი რამ ვიცი რომ ამ 13 წელს სამართალთან კავშირი არ აქვს და ვინც მონაწილეობს ამ განაჩენების გამოტანაში, ვინც დღეს არცხვენს სიტყვა სამართალს და სასამართლოს, ყველასი დრო დადგება და ყველა ინანებს საკუთარ ლაჩრობას.

დიდ ცოდვას ჩადიან, იციან და მაინც!" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

ალეკო ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა, გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.