თბილისის აეროპორტი დაიტბორა. მგზავრებს დარბაზი დაატოვებინეს.
შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ამ დროის მონაცემებით, გათიშულია ელექტროენერგიაც.
ქალაქში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, დატბორილია ქუჩების ნაწილი.
თბილისის აეროპორტი დაიტბორა. მგზავრებს დარბაზი დაატოვებინეს.
შოთა რუსთაველის სახელობის აეროპორტში ამ დროის მონაცემებით, გათიშულია ელექტროენერგიაც.
ქალაქში ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა, დატბორილია ქუჩების ნაწილი.
1791558595
25 წლის ქართველმა ფინალში იაპონელი დოტა არაი დაამარცხა და მსოფლიო პირველობაზე კარიერაში პირველად დაეუფლა უმაღლესი სინჯის მედალს.სულამანიძე ასევე არის ევროპის ჩემპიონი და პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანი. მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა მეორე მედალი მოიპოვა – 2021 წელს ის ბრინჯაოს პრიზიორი იყო.მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ოთხი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ასევე გახდა ტატო გრიგალაშვილი (81 კგ), ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
1791558074
მისივე თქმით, ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთი რამე იცოდა, რომელსაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. "რა სახითაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს დახმარება, იმ ინფორმაციებს იღებდა გიორგი მალანიასგან. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ალექსანდრე გაბაშვილმა გიორგი მალანიასგან ბევრი ისეთი რამე იცოდა, რომელსაც ვერ მიაწოდებდა ნია იმნაძე და სხვა საერთო ნაცნობი მას გიგა ავალიანთან არ ჰყავდა. აქედან გამომდინარე, ეს ყველა ინფორმაცია, რაც სჭირდებოდა ალექსანდრე გაბაშვილს, მიაწოდა გიორგი მალანიამ", - განაცხადა ეკა კუპატაძემ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი მალანიას სასამართლო პროცესი გაიმართა. სხდომაზე ბრალდების რამდენიმე მოწმე გამოიკითხა.
1791555834
ღონისძიების ბილეთების შეძენისას, საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია საქართველოს ბანკის გადახდის მეთოდის არჩევა.აღსანიშნავია, რომ მსგავსი ფორმატის კოლაბორაცია პირველად ტარდება და RKENA-ს ექვსი მებრძოლი PFL-ის ექვს ათლეტს დაუპირისპირდება.RKENA რეგიონში ერთ-ერთი სწრაფად მზარდი ქართული MMA ორგანიზაციაა. 2025 წელს დაარსების შემდეგ ორგანიზაციამ უკვე სამი ღონისძიება ჩაატარა და დღეს 30 ქართველ და უცხოელ მებრძოლს აერთიანებს. მათ შორის არიან ნიკოლოზ აბრამიშვილი, დავით ლორთქიფანიძე და ბეკზატ ალმახანი.PFL (Professional Fighters League) კი ამერიკული MMA ორგანიზაციაა, რომელიც 2017 წელს დაარსდა და საერთაშორისო ასპარეზზე არაერთ ცნობილ მებრძოლს აერთიანებს, მათ შორის ეიჯეი მაქკის, კორი ანდერსონსა და კრის საიბორგს.ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის და ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.
1791553093
თუმო ქუთაისი 12-18 წლის მოზარდებისთვის განკუთვნილი სივრცეა თვითმართვადი სწავლების მიდგომით, სადაც მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, განივითარონ ციფრული და შემოქმედებითი უნარები და იმუშაონ რეალურ პროექტებზე. ცენტრის უნიკალური სასწავლო მოდელი აერთიანებს ინტერაქტიულ თვითსწავლის მოდულებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ლაბორატორიებს. მოზარდებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ინტერესების შესაბამისად შეისწავლონ პროგრამირება, რობოტიკა, გრაფიკული დიზაინი, ანიმაცია, თამაშების შექმნა, მუსიკა, 3D მოდელირება და სხვა მიმართულებები.პროექტი საქართველოს ბანკის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პარტნიორობით ხორციელდება. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ციფრული განათლების განვითარებას, ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებასა და მომავლისთვის საჭირო უნარების მქონე კადრების მომზადებას.„საქართველოს ბანკისთვის განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენ არაერთი წელია, ვახორციელებთ და მხარს ვუჭერთ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს, რომლებიც ახალგაზრდებს ცოდნის მიღებისა და საკუთარი პოტენციალის რეალიზების შესაძლებლობას აძლევს. თუმოს ქუთაისში გახსნით კი, ვქმნით კიდევ ერთ სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ საკუთარი ინტერესები, იფიქრონ ახალ იდეებზე და განივითარონ ის უნარები, რომლებიც მომავალში გამოადგებათ. გვჯერა, რომ ეს ცენტრი ბევრი ახალგაზრდისთვის მნიშვნელოვანი ინიციატივების განხორციელების ადგილად იქცევა“, — აცხადებს არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.საქართველოს ბანკი 500 000-ზე მეტი ადამიანისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს. პროექტებს შორისაა STEM სკოლა, რეგიონების სკოლებში თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეების, იდეათეკების მოწყობა, მოსწავლეების, სტუდენტებისა და პროფესიული განათლების მსურველებისთვის განკუთვნილი სტიპენდიები და სხვა ინიციატივები. ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ახალგაზრდებს მისცეს შესაძლებლობა, განივითარონ მომავლისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.თუმოს ისტორია 2011 წელს ერევანში დაიწყო. დღეს ცენტრები მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, პორტუგალიასა და ალბანეთში.
1791552740
"არაგეგმური შემოწმების ფარგლებში დადგინდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები გ. კ. (მის: ტრანსპორტის ქ. N1), ც.ქ. (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია) , ნ.კ. (მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორია)- არ იყვნენ რეგისტრირებულნი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში. ამავდროულად, კვების ობიექტებში დაფიქსირდა კრიტიკული და არაკრიტიკული შეუსაბამობები (სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია).გამოვლენილი დარღვევების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდათ.სამომხმარებლო ბაზრის უვნებელი სურსათით უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ბიზნესოპერატორი რეგისტრირებული იყოს კანონმდებლობის შესაბამისად და დაიცვას სურსათის უვნებლობის დადგენილი სტანდარტები", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.
1791550274
ახალი ბაღი 12-ჯგუფიანია და 400-ზე მეტ აღსაზრდელზეა გათვლილი. საბავშვო ბაღმა 200 აღსაზრდელი 15 სექტემბერს მიიღო."ლილოს დასახლებაში კიდევ ერთი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის. აშენდა N168 ბაგა-ბაღის შენობა, რომელიც 400 ბავშვის მიღებას უზრუნველყოფს. დღეის მდგომარეობით, ბაღი 200 ბავშვით არის დატვირთული, თუმცა გრძელდება მიღება და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე მთლიანად შეივსება. შენობა ყველანაირად მოწესრიგებულია, საერთაშორისო, თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საკვებს, სათამაშოებს, თეთრეულს იმისთვის, რომ პატარებს ნორმალურ, თანამედროვე პირობებში ჰქონდეთ აღზრდის შესაძლებლობა. ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ბევრი პროექტი განვახორციელეთ. ეს მიდგომა და დამოკიდებულება გაგრძელდება მომავალშიც“, - განაცხადა კახა კალაძემ.შენობაში დაცულია ბავშვთა უსაფრთხოების სტანდარტები - სივრცეები აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემებით, დამონტაჟებულია ლიფტები შშმ პირთათვის და ტექნიკური პერსონალისთვის. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო და სათამაშო მოედნები ღია აქტივობებისთვის.საბავშვო ბაღის მშენებლობა დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 მილიონამდე ლარით დაფინანსდა.დასრულებულ პროექტს ასევე გაეცნენ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გურამ ოქროპირიძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი მამუკა ხაბარელი.
1791548692
პატრიარქის თქმით, არაფერი დაწერილა იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი.„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გულითადად გილოცავ დღევანდელ დღესასწაულს. ამ შესანიშნავი ტაძრის დღესასწაულს. წმინდა მოციქულის მახარებლის, იოანე ღვთისმეტყველის ხსენებას. როგორც ცნობილია, იგი იყო ყველაზე ახალგაზრდა მოწაფეთა შორის და ყველაზე საყვარელი უფალი იესო ქრისტესი.რატომ უწოდებდა მაცხოვარი მას საყვარელ მოწაფეს? უფალს ხომ ყველა უყვარდა, ცოდვილებიც უყვარდა, უმადური კეთროვნებიც უყვარდა. სწორედ ამიტომ განკურნა უმადური კეთროვნები. მაშ, რატომ იყო ის საყვარელი? იმიტომ, რომ წმინდა იოანე ღვთისმეტყველი ყველაზე უკეთ ისმენდა უფლის სიტყვებს, ყველაზე უკეთ ესმოდა მისი სწავლება და მისი სიტყვები და ყველაზე უფრო მამაცი აღმოჩნდა და მტკიცე რწმენაში. მას აღმოაჩნდა ყველაზე მეტად მზაობა, რომ მაცხოვრის გულისთვის ტანჯვა დაეთმინა. როდესაც დანარჩენი მოწაფეები დაიფანტნენ, მიატოვეს უფალი, ჯვართან ვინ დარჩა, ძვირფასო ძმებო და დებო? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, რამდენიმე მენელსაცხებლე დედა და იოანე ღვთისმეტყველი. ასეთი ახალგაზრდა კაცისთვის უმძიმესი სანახაობა იყო ჯვარცმის ხილვა, მით უმეტეს, საყვარელი მოძღვრის. მაგრამ მან თავის თავში შიში დაძლია, რომ მდგარიყო ჯვართან და დარჩა ბოლომდე მაცხოვრის გვერდით. ამ სიყვარულისთვის, განსაკუთრებული სიყვარულისთვის ღმერთმა მას მისცა საოცარი მადლი საიდუმლოებათა ჭვრეტის. მას გაეხსნა ისეთი საიდუმლოებები, საღვთო საიდუმლოებები, საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, რის გამოც სწორედაც ღვთისმეტყველად იწოდა. მისი სახარება სრულიად გამორჩეულია დანარჩენი სამი სახარებისგან, რომელშიც მოთხრობილია უფალი იესო ქრისტეს სამწლიანი მსახურება, ცხოვრება ამ დედამიწაზე, ქადაგებები, მაგრამ იოანე ღვთისმეტყველმა თავის სახარებაში, აი, ამ მოვლენების საიდუმლო აზრი გაგვიხსნა. არავის არ განუცხადებია კაცობრიობის წინაშე ასე ძლიერად უფალი იესო ქრისტეს საღვთო ბუნების შესახებ, როგორც ეს იოანე მოციქულმა გააკეთა.შეიძლება ითქვას, რომ ამ სამყაროში არაფერი დაწერილა იმის მსგავსი და იმაზე დიდებული, რაც არის იოანეს სახარების პირველი თავი, სადაც ის დასაწყისშივე ამბობს, რომ სიტყვა არის ღმერთი, სიტყვა ღვთისა არის ღმერთი და ეს სიტყვა იწოდებოდა იესო ქრისტედ, რომელი განკაცდა. პირველად იყო სიტყვა, ეს საოცარი სიტყვებია, რომელიც იკითხება აღდგომის მსახურებაზე. პირველად იყო სიტყვა; სიტყვა იგი იყო ღვთისა თანა და ღმერთი იყო სიტყვაი იგი, და შემდეგ უკვე ამბობს, რომ სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენ შორის. იოანე მოციქულს ჰქონდა ყველაზე საკვირველი გამოცხადებები იესო ქრისტეს შესახებ. მხოლოდ ის ამბობს ღმერთზე, რომ ღმერთი სიყვარულია. არავის არსად მსგავსი რამ არ უთქვამს.შემდეგ უკვე, მისი გარდაცვალების წინ კუნძულ პატლოსზე მას მიეცა ხილვა კაცობრიობის ისტორიის განვითარების, ქრისტეს ეკლესიის ისტორიის განვითარების და მის წიგნში, რომელსაც ეწოდება „გამოცხადება, აპოკალიფსისი“ არის გადმოცემული აღსასრული კაცობრიობის ისტორიის, იმ ბოლო დღეების, როგორ დასრულდება ამ სამყაროს დღეები, როდესაც მეორედ მოვა დიდებით უფალი ჩვენი იესო ქრისტე. ამრიგად, ამ დიდი სიყვარულის გამო, ამ დიდი მადლის გამო წმინდა იოანე ღვთისმეტყველი გახდა ერთ-ერთი ყველაზე საოცარი და საკვირველი წმინდანი კაცობრიობის ისტორიაში, პიროვნება და ადამიანი.კიდევ ერთხელ გილოცავთ, ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელ დღეს, ჩვენ ვართ ბედნიერნი, რომ გვყავს, სხვა წმინდანებთან ერთად, ასეთი დიდი მეოხი და მფარველი ზეცაში და ამიტომ გვაქვს იმედი, შეიძლება გვქონდეს იმედი ღვთის წყალობის და შეწევნის. მთავარია, რომ ჩვენ არ აღმოვჩნდეთ მცირედ მორწმუნენი, არ აღმოვჩნდეთ უღირსნი და ვერ შემძლებელნი ამ დიდი წმინდანების სიწმინდის და სიდიადის ჩვენს გულებში დატევნისა. დღეს ისეთი საოცარი დღეა. დიდი სიყვარული სუფევს ჩვენ შორის, განწყობაა შესანიშნავი ამ დიდებულ ტაძარში. კიდევ ერთხელ მინდა, დიდი სიყვარულით დაგლოცოთ, მოგილოცოთ.ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. მოგვმადლოს უფალმა და წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ლოცვით და მეოხებით, გვასწავლოს ჩვენ ღმერთმა რწმენა, გვასწავლოს სიყვარული, გვასწავლოს სიმდაბლე. განსაკუთრებით ჩვენ, სასულიერო პირებს, ეპისკოპოსებს, გვმართებს ვევედროთ მას, რომ გვასწავლოს საღვთისმეტყველო საიდუმლოებები, სწავლება ქრისტესი, უფრო ღრმად შევიმეცნოთ და მართებულად გადმოვცეთ და ვიქადაგოთ ერის წინაშე, და მოგვმადლოს ქრისტიანული სულიერი ღვაწლი. ამინ.დღეს ჩვენ ასევე აღვნიშნავთ ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ხსენებას, რომელიც საქართველოში ჩამობრძანდა. ეს არის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ათონის პორტაიტისის ზუსტი ასლი, რონელიც დიდი ხნის განმავლობაში იყო ამ ხატზე დადებული და კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ ჩამოაბრძანა და სიონში არის დასვენებული, დაბრძანებული. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, ჩვენთან არს ღმერთი“, – განაცხადა შიო მესამემ.
1791548402
"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბათუმში 2025 წლის 8 დეკემბერს, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დაზარალებულს, ხოლო ორი დღის შემდეგ, ბრალდებულმა შვილთან ერთად ჯგუფურად, შურისძიების მოტივით, კვლავ ფიზიკურად იძალადა დაზარალებულზე. შემდეგ კი ბრალდებულებმა იგი მდინარე ჭოროხის ძველი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიყვანეს, სადაც ისევ იძალადეს მასზე ფიზიკურად და შურისძიების მოტივით, მოკვლის განზრახვით მდინარე ჭოროხში გადააგდეს. დაზარალებულის ადგილსამყოფელი დღემდე უცნობია.ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის "ი" ქვეპუნქტით, 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში და ორივე ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით თავისუფლების 18-18 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ვილი სანიოლს რამაზ სვანაძე შეცვლის
1790411811
საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონია
1790528857
26 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1790365751
"თბილისი მარათონის" გამო 26 და 27 სექტემბერს გარკვეულ საგზაო მონაკვეთებზე მოძრაობა შეიზღუდება
1790342666
საპატიო თბილისელი წელს 32 მოქალაქე გახდა
1791135056