ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა და თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ ხატიაშვილმა "ერევნის დიალოგი 2026"-ის ფორმატში  შეხვედრები გამართეს.

მათ შორის, შეხვედრები გაიმართა ბელარუსის ოპოზიციის ლიდერთან სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ბაიბა ბრაჟესთან და საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრ ბენჟამინ ჰადადთან.

"მაქსიმალურად ვცდილობთ შეძლებისდაგვარად შევავსოთ და კომპენსირება გავუკეთოთ იმ დეფიციტს, რასაც დღევანდელი ქართული პოლიტიკური აზრი ტოვებს საერთაშორისო არენებზე. ამას კი, ჩვენი ძალისხმევით, სამოქალაქო მიდგომით, ჩვენი პროფესიული ცოდნით, ჩვენი სანდოობით ვასრულებთ", - განუცხადა 2020News-ს ვიქტორ ყიფიანმა.

"ერევნის დიალოგი" და შეხვედრები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდა.