ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ NDI-ის მისიამ თავის პირველ ანგარიშში დააფიქსირა კონკრეტული რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი, რომ უცხოეთში ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა უნდა მოხდეს, - ამის შესახებ "გირჩი - მეტი თავისუფლებას" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სადამკვირვებლო მისია ამ საკითხს საქართველოში ყოველთვის დაუბრუნდება და შეამოწმებს, რა გაკეთდა ამ კუთხით და რა - არა.

"ჩვენ რასაც მივაღწიეთ, მათ შორის ოპოზიციურმა პარტიებმა ერთად და სამოქალაქო სექტორმა არის ის, რომ პირველმა სადამკვირვებლო მისიამ, NDI-ის მისიამ თავის პირველ ანგარიშში დააფიქსირა კონკრეტული რეკომენდაცია ხელისუფლებისადმი, რომ უცხოეთში ემიგრანტებისთვის საარჩევნო უბნების გახსნა უნდა მოხდეს გამჭვირვალედ და უფრო ეფექტურად. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველი შემდგომი შეფასებისას ისინი დაუბრუნდებიან ამ საკითხს და შეაფასებენ ამ საკითხში რამე გაკეთდა, თუ არ გაკეთდა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.