პოლიტიკური კომპრომისი შეიძლება მიიღწეს ამ პროცესით და ახალი არჩევნებით, - ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” წევრმა სანდრო ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანი დაინახავს, რომ ამ რეჟიმს არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია.

"საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს მე ვეტყოდი - თქვენ ხომ ნახეთ, რა კანონი მიიღეს. მათ მიიღეს კანონი, რომ ან თქვენ იქნებით, ან 100%-იანი მორჩილი ყმები, ან არა და მე თქვენი გაგდება შემიძლია ნებისმიერ მომენტში. მაგრამ ამ რეჟიმს არ აქვს მომავალი და ამაშია საქმე. მათ ჰგონიათ, რომ საჯარო მოხელეებს არ დაუტოვეს გზა, მაგრამ სინამდვილეში, თავად არ დარჩათ გზა. 

ეს არის აბსოლუტურად შეუქცევადი პროცესი. ყველა ადამიანი ახლა თუ არა, ხვალ აუცილებლად დაინახავს, რომ ამ რეჟიმს არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. საქართველოს საერთაშორისო იზოლაციაში ყოფნის არანაირი რესურსი არ გააჩნია.

პოლიტიკური კომპრომისი შეიძლება მიიღწეს ამ პროცესით და ახალი არჩევნებით", - განაცხადა სანდრო ბარამიძემ.