"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ზარქუას მიმართავს კითხვით, რამდენად კაცურია, როდესაც თანამდებობის პირი, კაცი, იმის გამო დაიჩივლებს, რომ ქალმა სცემა და შემდეგ ამ ქალს დააპატიმრებინებს.

"მანახეთ კაცი, თანამდებობის პირი, ოდესმე, რომელიმე ეპოქაში, ქართველმა კაცმა, რომ წაიკნავლა, მცემა ქალმაო და ის ქალი მერე ციხეში დაატუსაღეს. და ასეთი ლაჩრები და არაკაცები მერე კაცობაზე ლაპარაკობენ. ზარქუსნაირ ტილიანს მართლა, წინკლიანს, ჰკითხეთ, კაცურია, ირაკლი, თანამდებობის პირი რომ ტირის, ქალმა დამარტყაო? რომ სცემეს ასობით ახალგაზრდა და თავპირი დაალეწეს, ის ერთი კაცი არის დაკავებული ვინმე? დავით ქაცარავა რომ სიკვდილამდე მიიყვანეს, ერთი კაცი არის დაკავებული? ასეთ ქვეყანაში გინდათ ცხოვრება? არ შერჩებათ, ჯიგრებო", - განაცხადა ხაბეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.