გორის ერთ-ერთ ბავშვთა სახლში არასრულწლოვანებზე სავარაუდო ძალადობის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, ბავშვები დაწესებულების პერსონალის მხრიდან ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაზე, ასევე დამამცირებელ მოპყრობაზე საუბრობენ.