გორის სამხედრო ბაზაზე, სამორიგეოში ხელთუბნელი 19 წლის ჯარისკაცის ცხედარი იპოვეს.

"ტვ მონიტორინგის“ ინფორმაციით, გარდაცვლილს თავის არეში ჭრილობები, სამსახურებრივი ავტომატით აქვს მიყენებული. სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.  

თავდაცვის სამინისტროს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია.

"ცხედარი უკვე გადმოსვენებულია სოფელში. რა მოხდა, ეს არავინ არ იცის. ვიცი მხოლოდ ის, რომ სამსახურებრივი ავტომატით აქვს მიყენებული ჭრილობები“, – ამბობს სოფელში მერის წარმომადგენელი კობა ქარელიშვილი.