გორში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გორში წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა, რის შედეგადაც ქალი ადგილზე დაიღუპა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
1781945736
სასამართლო პროცესზე გაირკვა, რომ შსს-ს წარმომადგენელი ბერა ივანიშვილის გამოკითხვას აუცილებლობად არ მიიჩნევს. უწყების პოზიციით, საქმეში მთავარი საკითხი კანონის შესაძლო დარღვევაა და არა ის, რა გავლენა მოახდინა კონკრეტულმა პოსტმა ადრესატზე.გოგიას მიერ გამოქვეყნებული პოსტი ამ დრომდე სოციალურ ქსელში ხელმისაწვდომია. პროცესზე გამართული მსჯელობისას ყურადღება გამახვილდა იმაზეც, რომ შესაბამის უწყებებს პოსტის წაშლის მოთხოვნით პლატფორმა Meta-სთვის არ მიუმართავთ.საქმე ეხება საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც, კრიტიკოსების შეფასებით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. სასამართლო განხილვა გაგრძელდე
1781940935
მისი თქმით, კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო მეტად სუსტდება, ვინაიდან ასეთ პირობებში, საქართველოს უჩნდება პერსპექტივა, რომ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი."მე ხშირად მითქვამს, ეს ძალიან კარგია იმისათვის, რომ საქართველოში გაჯანსაღდეს პოლიტიკური სპექტრი. ვიდრე ასეთი პოლიტიკური პარტიები როგორიცაა „ნაცმოძრაობა“, მისი მომიჯნავე პარტიები წარმოადგენენ ოპოზიციის ძირითად ბირთვს, ჩვენთან ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ ჩამოყალიბდება. ძალიან კარგია, რომ ეს პარტიები სულ უფრო მეტად სუსტდება, ასეთ პირობებში, საქართველოს უჩნდება იმის პერსპექტივა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს ჯანსაღი ოპოზიციური სპექტრი და შესაბამისად, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა“, - განაცხადა კობახიძემ.
1781935380
ზახაროვამ აღნიშნა, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა შესაბამისი შეფასება უნდა მისცემენ ღონისძიების ჩაშლის მცდელობას."ეს ექსტრემისტების ჯგუფი იყო... რუსული ენის დღე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის, ქართველი ხალხისა და ქართული კულტურის განუყოფელ ნაწილად, ერებს შორის მეგობრობისა და ურთიერთგაგების სიმბოლოდ იქცა.ჩვენ ველით, რომ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები გამოიტანენ დასკვნებს და მისცემენ შესაბამის შეფასებას ამ რადიკალების, ექსტრემისტებისა თუ ხულიგნების ქმედებებს. მათი ქმედებების შესაბამისი კვალიფიკაციის დადგენა საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებზეა დამოკიდებული.საქართველოს სამართალდამცველებმა ეს ხულიგნები თუ რადიკალები უნდა იპოვონ და დასაჯონ... წიგნიც უნდა მისცენ, თუ ვინაა ანდრონიკოვი? ამ მხრივ უნდა მივუდგეთ და რამენაირად გადავარჩინოთ ის ხალხი, რომელიც ფულის სანაცვლოდ ან უბრალოდ ნაციონალიზმის სენით დასცინიან რუს პოეტებს", - განაცხადა ზახაროვამ.6 ივნისს, ალექსანდრე პუშკინის დაბადების დღეს, რუსეთის ინტერესების სექციის წარმომადგენლებმა პოეტის სახელობის სკვერში რუსული ენის დაცვის დღე აღნიშნეს, რაც სამოქალაქო მოძრაობის, "ქართული რესპუბლიკის" წევრებმა გააპროტესტეს.
1781933998
მისი თქმით, ვარშავასა და კიევს შორის ნებისმიერი საჯარო დაპირისპირება არსებულ გეოპოლიტიკურ პირობებში დესტრუქციულია და მხოლოდ აგრესორი ქვეყნის სასარგებლოდ მოქმედებს.ტუსკმა ორივე პრეზიდენტს მოუწოდა, გამოიჩინონ საღი აზრი და შეწყვიტონ დიპლომატიური სკანდალის ესკალაცია."პოლონეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტი პუტინს აღაფრთოვანებს და ჩვენს მოკავშირეებს შოკში აგდებს. პრეზიდენტების ზელენსკის და ნავროცკის ამოცანაა ემოციების შეკავება და არა დაძაბულობის ესკალაცია. ფრონტის ხაზი სხვა ადგილზე გადის", - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა.19 ივნისს, პოლონეთის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის თეთრი არწივის ორდენის ჩამორთმევის ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ნავროცკიმ განმარტა, გადაწყვეტილება მიიღო იმის გათვალისწინებით, რომ ზელენსკი თანხმობას აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი დანაყოფისთვის "უკრაინის მეამბოხეების არმიის გმირების“ სახელწოდების მინიჭებაზე.ნავროცკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ არის მიმართული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და პოლონეთი გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ზელენსკის ჯილდო 2023 წლის აპრილში ანჯეი დუდამ გადასცა. ნავროცკის შესაძლო გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი და იხსენებდა, რომ გერმანიის ყოფილ კანცლერს გერჰარდ შრედერს კვლავ ეკუთვნის ეს ორდენი. გარდა ამისა, რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე II და იტალიელი ფაშისტი დიქტატორი ბენიტო მუსოლინი კვლავაც რჩებიან პოლონეთის თეთრი არწივის ორდენის მფლობელებად.ნავროცკის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრი სიბიგა და მას სტრატეგიული შეცდომა უწოდა. მისივე თქმით, ამ პირობებში ვერ ხედავს შესაძლებლობა, შეინარჩუნოს 2022 წლის ოქტომბერში მონიჭებული პოლონეთის რესპუბლიკის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო და მას მალე პოლონეთს დაუბრუნებს.
1781932272
"მე ქვეყანაში არ ვიყავი, როცა ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ ნანუკა ჟორჟოლიანი უერთდებოდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებს, იმიტომ, რომ გაერთიანებულ სამეფოში გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი, სადაც გვქონდა შეხვედრები, იქიდანვე გამოვეხმაურე ამ მოვლენას, იმიტომ, რომ მივიჩნიე, რომ ეს არის ძალიან დადებითი მოვლენა, რომ ნანუკას შეუძლია ძალიან დადებითი დინამიკის და იმპულსის შემოტანა ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში. დიდი ხანია ის არის პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერი და ამიტომ იმედი მაქვს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერიც იყო ბუნებრივად, მაგრამ მისი ენერგია, მისი საორგანიზაციო ნიჭი, ის, რომ ამდენ ადამიანს ეხმარება, უაღრესად დასაფასებელია მისი შრომა, რასაც ის აკეთებს სამოქალაქო აქტივიზმის სფეროში და შესაბამისად, პირიქით, ძალიან პოზიტიურად აღვიქვი და აღვიქვამ დღესაც მის გადაწყვეტილებას, რომ შემოუერთდეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.რაც შეეხება პრეზიდენტი სააკაშვილის ბოლოდროინდელ პოსტებს, ბუნებრივია, ერთგვარად გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს ადამიანმა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა, გამომიცხადა ნდობა, როგორც პარტიის თავმჯდომარეს, რომ სწორედ ჩემი მონაწილეობით, როგორც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, განხორციელებულიყო ის ცვლილებები, რომელიც სასიცოცხლოდ გვჭირდება, რა თქმა უნდა, ასეთ ვითარებაში, როდესაც რეპრესიები გრძელდება რა თქმა უნდა, ყოველთვის მნიშვნელოვანია გადაჯგუფება, ახალი ადამიანების მოყვანა, ახალი ენერგიის მიცემა, ახალი ხედვების შემოტანა პარტიაში, ეს არის ჯანსაღი პროცესი და ამის გარეშე პოლიტიკური პროცესი საერთოდ არ არსებობს, მაგრამ ბუნებრივია, გულდასაწყვეტია, როდესაც ერთ დღეს განახლებული ნდობის მანდატს გაძლევს პრეზიდენტი და სულ რამდენიმე დღის შემდეგ უკვე საპირისპირო შინაარსის პოსტებს კითხულობ, ერთგვარი კრიტიკანარევი შინაარსის და ის ასახელებს უკვე სხვა კანდიდატს. რა შეიცვალა ვერ გეტყვით, მე ვფიქრობ რას დავაბრალო ეს მისკომუნიკაციას, მის იზოლაციას, გაუგებრობას, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გარკვეული როლი, რაც შემიძლია ვთქვა, ვფიქრობ, რომ ითამაშეს და თამაშობენ იმ კომუნიკატორებმა, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილთან ყოველდღიურად შედიან, სახელებს და გვარებს ნამდვილად ვერ დავასახელებ“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
1781931512
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1 390 660 (+1 240) ჯარისკაცი დაკარგა (დაჭრილი/ლიკვიდირებული).ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 20.06.26-მდე: ტანკები – 12 041 (+1), ჯავშანტექნიკა – 24 787 (+4), საარტილერიო სისტემები – 44 386 (+88), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1 883 (+2).საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1 433 (+1), თვითმფრინავები – 436 (+0), ვერტმფრენები – 353 (+0), მიწისზედა რობოტული სისტემები - 1 695 (+7); ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 361 803 (+2 246), ფრთოსანი რაკეტები – 4 787 (+0).მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 33 (+0). წყალქვეშა ნავები – 2 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 109 342 (+476), სპეციალური ტექნიკა – 4 314 (+5).
1781898606
ადვოკატის ცნობით, ფოთელი პედაგოგის საქმე, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს, გამარჯვებით დასრულდა.თორნიკე მიგინეიშვილის ინფორმაციით, სკოლას დაევალა იგორ კეკელიასთვის ყოველთვიური განაცდურის ანაზღაურება. ამასთან, გადასახდელი თანხა მისი სრულად ანაზღაურების მომენტამდე ყოველდღიურად გაიზრდება."სარჩელი დაკმაყოფილდა❗️დღეს გამარჯვებით დასრულდა ფოთელი პედაგოგის საქმე, რომელიც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელების შემდეგ, მოგონილი ბრალდებებით, სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.🔹 სკოლის მიერ გამოცემული ყველა ბრძანება სასამართლომ უკანონოდ და ბათილად ცნო.🔹 სკოლას დაევალა იგორ კეკელიასთვის ყოველთვიური განაცდურის ანაზღაურება. ამასთან, გადასახდელი თანხა მისი სრულად ანაზღაურების მომენტამდე ყოველდღიურად გაიზრდება.🔹 იმის გამო, რომ სკოლამ უკვე სხვა პედაგოგი დაასაქმა, იგორ კეკელიას სკოლაში დაბრუნება გამოიწვევდა სხვა მასწავლებლის განთავისუფლებას, რაზეც არაერთხელ თქვა უარი იგორ კეკელიამ. ამიტომ, სასამართლომ დამატებითი კომპენსაციაც განსაზღვრა - რამდენიმე ათასი ლარის ოდენობით.მხარეთა ახსნა-განმარტებების, წარმოდგენილი მტკიცებულებების, მასწავლებლებისა და მშობლების დაკითხვის შემდეგ, ფოთის საქალაქო სასამართლომ დაადგინა:✅ იგორ კეკელიას სამსახურიდან გათავისუფლება იყო უკანონო და პირდაპირ უკავშირდებოდა მის მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოკადრების გავრცელებას.✅ პედაგოგს არ განუხორციელებია ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა, არ უძალადია მოსწავლეებზე და სასწავლო პროცესში არასაგაკვეთილო თემებზე არ უსაუბრია.✅ ასეულობით მშობელმა ერთიანი განზრახვით დაიწყო იგორ კეკელიას წინააღმდეგ სტრატეგიული დევნა, მისი სკოლიდან გათავისუფლების მიზნით, მას შემდეგ, რაც გაიგეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შესახებ.✅ მასწავლებელი პროფესიული ეთიკის სრული დაცვით, კეთილსინდისიერად და ჯეროვნად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობებს. 2019 წლიდან მას არცერთი დისციპლინური გაფრთხილება არ ჰქონია.✅ სკოლის დირექტორმა და ადმინისტრაციამ ვერ უზრუნველყვეს სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში გაგრძელება და ვითარების განმუხტვის ნაცვლად, უკანონოდ ჩატარებული დისციპლინური და სამეურვეო საბჭოს სხდომების საფუძველზე პედაგოგი სამსახურიდან გაათავისუფლეს.❗️ეს იყო რამდენიმე თვიანი მძიმე და რთული ბრძოლა, რომლის განმავლობაშიც არაერთხელ სცადეს ზეწოლა როგორც პედაგოგზე, ისე ჩემზე.დაუმსახურებელი ლანძღვა, დაცინვა და შეურაცხყოფა ამ პროცესის ნაწილი იყო.✅ სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რა მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს საზოგადოების სტერეოტიპულმა დამოკიდებულებამ ფაქტებისა და ადამიანის მიმართ.🔅იმედს ვიტოვებთ, რომ იგორ კეკელია იქნება ბოლო ადამიანი, ვისაც მსგავსი ტრაგედიის გავლა მოუწევს.⚖️ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი მაგალითია ყველა უფლებადარღვეული მოქალაქისთვის - იბრძოლონ და დაამტკიცონ საკუთარი სიმართლე მიუხედავად მძიმე შინაგანი მდგომარეობისა.👩🏻⚖️ მადლობა მოსამართლე ეკატერინე მაღრაძეს!" - წერს თორნიკე მიგინეიშვილი.
1781898437
კუროფინანსურ საკითხებში მეტი ყურადღება გამოიჩინეთ. მოერიდეთ დაუგეგმავ ხარჯებს. ოჯახთან გატარებული დრო სიმშვიდესა და ენერგიას შეგმატებთ.ტყუპებითქვენი კომუნიკაციის უნარი დღეს განსაკუთრებით გამოიკვეთება. მნიშვნელოვანი საუბარი ან ახალი ნაცნობობა სამომავლოდ სასარგებლო აღმოჩნდება.კირჩხიბიემოციები გაძლიერდება, თუმცა ეცადეთ გადაწყვეტილებები მხოლოდ გრძნობებზე არ ააგოთ. საკუთარ თავს დასვენების საშუალება მიეცით.ლომიდღე ხელს უწყობს შემოქმედებით საქმიანობასა და ახალი იდეების განხორციელებას. შესაძლოა სასიამოვნო ამბავიც მიიღოთ.ქალწულისაქმეებში ორგანიზებულობა წარმატების მთავარი გასაღები იქნება. ნუ გადადებთ მნიშვნელოვან საკითხებს – დღეს მათი მოგვარება უფრო მარტივად გამოგივათ.სასწორიურთიერთობებში ჰარმონიის შენარჩუნება პრიორიტეტი გახდება. გულწრფელი საუბარი გაუგებრობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.მორიელიინტუიციას ენდეთ – ის სწორ მიმართულებას გაჩვენებთ. კარგი დღეა პირადი გეგმების გადასახედად და ახალი მიზნებისთვის.მშვილდოსანიმოგზაურობაზე, სწავლასა და თვითგანვითარებაზე ფიქრი შთაგაგონებთ. მოულოდნელმა შეთავაზებამ შესაძლოა თქვენი გეგმები შეცვალოს.თხის რქაპროფესიულ სფეროში მოთმინება და პასუხისმგებლობა დაფასდება. საღამოს განტვირთვა და საყვარელ ადამიანებთან ყოფნა სასარგებლო იქნება.მერწყულიახალი იდეები და საინტერესო კონტაქტები წარმატებისკენ გადაგადგმევინებთ ნაბიჯებს. იყავით გახსნილი სიახლეების მიმართ.თევზებიდღეს საკუთარ შინაგან ხმას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ. სულიერი სიმშვიდე და პოზიტიური განწყობა დღის მთავარ საჩუქრად იქცევა.
10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1781033687
12 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1781206551
"თავის გასაჭირთან მარტო დამიტოვეს ბავშვი, არავინ ხელი არ შეაშველა, სიტყვა არ შეაშველეს"
1781182675
"დინამო არენას" მიმდებარე ქუჩებზე 12 ივნისს მოძრაობა შეიზღუდება, მეტრო და ავტობუსების ნაწილი კი გახანგრძლივებულად იმუშავებს
1781167973
9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
1780947510